spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეცოლა – საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, მისი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა ურყევია 

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 16 წლისთავს ეხმაურება.

“საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ, ევროპარლამენტის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი ურყევია”, – წერს მეცოლა.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი. ომის შემდეგ, 26 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები