spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეცოლა – თუ რეკომენდაციები შესრულდება, რატომ არ დაიწყება მოლაპარაკებები წელს?

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მიმდინარე წელს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს, მაგრამ ამისთვის რეკომენდაციები უნდა შესრულდეს.

 

“თუ რეკომენდაციები შესრულდება, რატომ არ დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე წელს? ჩემთვის ეს არ არის კითხვა. საკითხავია, რომ თითოეულმა ქვეყანამ თავისი გზა უნდა გაიაროს. 

 

როდესაც ქვეყანა ასრულებს თავის ვალდებულებებს, კანონს, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, არსებული სირთულეებისა და გეოპოლიტიკური კონტექსტის გაცნობიერებით, რატომაც არა?“, – განაცხადა მეცოლამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები