spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“მეწყერი ჩამოწვა, ორმეტრიანი ტალახია, რომელშიც ყველა ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი”

რაჭაში, შოვში, მჟავე წყლებთან, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის არიან ბავშვები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

 

მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ.

 

“მეწყერი ჩამოწვა, ველოდებით სამაშველოს და წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, ჩაგვიტანს ყველას. უამრავი ბავშვია და მოხუცი, შემოსაზღვრულები ვართ, არანაირი გასავალი არ არის, არის ორმეტრიანი ტალახი, რომელშიც ყველა ჩავიხრჩობით თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი”, – აცხადებს მეწყერში მოყოლილი ქალბატონი “მთავართან”.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, მთის დიდი ნაწილი მოწყდა და შოვში კოტეჯები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწყვიტა, გაანადგურა ან დააზიანა. 

 

გავრცელებული ინფორმაციით, ღვარცოფმა ადგილამდე მისასვლელი გზა წაიღო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები