პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატრიარქთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სასულიერო პირები გამოეხმაურნენ.
მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე დადებითის თქმაც უჭირს.
“ჩემთვის ძალიან არაადეკვატური ქალია. მას საერთოდ ქართული აზროვნება თუ აქვს? საერთოდ, ქართულად თუ ფიქრობს? მე ძალიან გამიკვირდა საერთოდ მაგის პრეზიდენტობაც.
კი იცით ჩემი გამონათქვამი მისი პრეზიდენტობის დროს. დადებითი არაფერი არ შემიძლია რომ ვთქვა”,- განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა.
მეუფე გრიგოლ კაციას შეფასებით კი, სალომე ზურაბიშვილის განცხადება წინასაარჩევნო ქმედებაა.
მისი თქმით, ეკლესიაა ერთადერთი პროქართული და პროეროვნულია.
“ეკლესია არის ერთადერთი პროქართული და პროეროვნული. პატრიარქი ემსახურება ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანებს. უფრო პოლიტიკური რაღაცაა, ხომ მოდის არჩევნები და ეს რაღაც საარჩევნო განცხადებაა”, – განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დიდ ბრიტანეთში სასულიერო პირების როლზე დაუსვეს კითხვა, რაზეც ზურაბიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სისუსტე ახსენა და განაცხადა, რომ იმედოვნებს ეკლესია მოახერხებს არა პრორუსის, არამედ პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას.