spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე ანტონი – თვითონ მოძალადეებო, შეხედეთ რაებს წერთ, თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, დაისახურეთ ცემა

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. მისი თქმით, ჟურნალისტებმა 5 ივლისს “ცემა დაიმსახურეს”. 

 

მიტროპოლიტი აცხადებს, რომ მოძალადეები ელჩები და ჟურნალისტები არიან.

 

“შეტაკება რომ მომხდარიყო, სპეცტექნიკა რომ გამოეყვანათ და რასაც ითხოვდა ეს ელჩი, რომელიც დაგვიჯდა აქ და თითებს გვიქნევს, თვითონ მოძალადეები აქეთ რომ გვიწოდებენ მოძალადეებს, ტვინი რომ გამოგირეცხეს ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული წამლებით. თვითონ მოძალადეებო (მიმართავს ჟურნალისტებს), აქეთ რომ გვიძახით მოძალადეებს, შეხედეთ რაებს წერთ და რაებს აკეთებთ. შეტაკება იქ გენახათ თქვენ სპეცტექნიკა რომ გამოსულიყო. დიახ, თქვენ ახალისებთ, წირავთ ამ ხალხს.

 

პრაიდი იყო გამოცხადებული პირველ საათზე, ჩვენ გვქონდა ლოცვა 5 საათზე. საიდან იყო ეკლესიის მოწოდება? თქვენი ძალადობრივი სიმართლიდან ჩვენი სიმართლე რომ დავიცვათ, გვიწევს მოწოდება ხალხისათვის. ძალადობრივ სიმართლეს გვახვევთ თავზე. თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო. თქვენ უწევთ პროპაგანდას! ხალხის სიმებს ეხებით და წირავთ ხალხს. დიახ, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მაგის (ლექსო ლაშქარავას) მკვლელობაზე. რატომ გვილახავთ ღირსებას უმრავლესობას? უმრავლესობაზე ძალადობთ თქვე მოძალადეებო. დაისახურეთ ცემა. პი-პი-პი, ხელით გეხებით კი არა, დავაპიპინე, გაიგეთ?”- განაცხადა მეუფე ანტონმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები