spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – არ არსებობს არცერთი არგუმენტი, რომელიც უკრაინელთა გენოციდს და გენოციდის ჯერ კიდევ უცნობ ფაქტებს გაამართლებს

ის, რასაც დამპყრობელი სჩადის უკრაინის ტერიტორიაზე, არის ბოროტება, რომელიც უნდა დამარცხდეს! ამ ბოროტებას საზღვარი არ გააჩნია და მას, ვითარცა სიბნელეს, მხოლოდ სინათლე დაუდებს ზღვარს, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ფოთისა და ხობის ეპარქიის სამწყსოსადმი სააღდგომო გზავნილში აცხადებს.

“არაფერია უფრო სახიფათო და მაცდუნებელი, როგორც სარწმუნოების საფარქვეშ დამალული ე.წ. „უმანკო ცინიზმი“. ქრისტიანობა ცალსახად გმობს ამგვარ ცინიზმს მოყვასის მიმართ!

ჩვენ თვალწინ მომხდარ ბოროტებას ვერაფერი გაამართლებს! დადგა ჟამი, როდესაც აშკარა ზღვარი უნდა გავავლოთ სიკეთესა და ბოროტებას შორის. არ არსებობს არცერთი არგუმენტი, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის, უმწეო ბავშვებისა და მოხუცების ხოცვა-ჟლეტას, უკრაინელთა გენოციდს და გენოციდის ჯერ კიდევ უცნობ ფაქტებს გაამართლებს. აქ არ არსებობს „თუ“ და „მაგრამ“!!! ცალსახად უნდა ითქვას შემდეგი:

ის, რასაც დამპყრობელი სჩადის უკრაინის ტერიტორიაზე, არის ბოროტება, რომელიც უნდა დამარცხდეს! ამ ბოროტებას საზღვარი არ გააჩნია და მას, ვითარცა სიბნელეს, მხოლოდ სინათლე დაუდებს ზღვარს; ხოლო ვინც ამ აგრესიისა და უსამართლობის მსხვერპლია, მათთვის უფალი ჩვენი და მაცხოვარი, იესო ქრისტე ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“ (მთ. 5,10).

ვილოცოთ, რომ უკრაინაში, საქართველოში და ყოველსა ქვეყანასა ზედა სიკეთე და სიკეთის გამარჯვების შედეგად დამკვიდრებული მშვიდობა სუფევდეს“, – აცხადებს მეუფე გრიგოლი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები