spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – არ შეიძლება ღმერთის სახელით სპეკულირება, ვისურვებდი, რომ შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს ყველამ ამ მოვლენებიდან

არ შეიძლება ღმერთის სახელით სპეკულირება. ღმერთი გეუბნება, რომ გიყვარდეს ადამიანი. მე ვისურვებდი, რომ შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს ყველამ ამ მოვლენებიდან, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანებმა უნდა იმოქმედონ კანონის ფარგლებში, მაგრამ უნდა აჩვენონ, რომ არ სძულთ ადამიანი.

“თბილისში განვითარებული მოვლენების გამო, ჩვენ გვყავს არაერთი ადამიანი, მსხვერპლი სადამსჯელო ღონისძიებებისა და მათ შორის არის ახალგაზრდა, რომელიც ჩვენ ხელში გაიზარდა. ისჯება იმის გამო, რომ მას თავისი სამშობლო უყვარს.

გამორიცხულია, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად მოზომილი იყოს, არიან ადამიანები, რომლებიც მოწოდებული არიან საზოგადოებრივი მართლწესრიგი დაიცვან, მათ უნდა გვაჩვენონ, რომ არ სძულთ ადამიანი, არ ეხება მის ღირსებას. ის რეაგირებს კონკრეტულ სამართალდარღვევაზე, მაგრამ უფრთხილდება ადამიანის ღირსებას. როგორც ჩანს, რაღაც გამოგვრჩა, რაღაც გვეშლება. მე ვისურვებდი, რომ შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს ყველამ ამ მოვლენებიდან.

დღეს აღარ არსებობს ბატონყმობა, მონობა, დღეს არის სისტემა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს კანონის უზენაესობას, პატივისცემას კანონისადმი და არა სხვა სახის დამოკიდებულებას, რომელიც ადამიანებს შიშის ქვეშ ამყოფებს.

სადაც არ უნდა იყო, უპირველესად ღვთის შვილი ხარ. სამყაროს ცენტრი არის ღმერთი. არ შეიძლება ღმერთის სახელით სპეკულირება. ღმერთი გეუბნება, რომ გიყვარდეს ადამიანი”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები