spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – არასწორ მიდგომებს სარწმუნოებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადო საქმეში შეუძლია, ადამიანური სახე დაგაკარგვინოს

უნდა ეცადო, რომ ადამიანური სახე შეინარჩუნო, თორემ არასწორ მიდგომებს სარწმუნოებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადო საქმეში შეუძლია, ადამიანური სახე დაგაკარგვინოს, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

 

“რაც უფრო ერთად ვიქნებით, მით უფრო დავძლევთ განსაცდელებს, რომელიც ახლავს ჩვენ ცხოვრებას. ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი წინ, როგორც ჩვენ ქვეყანას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და რთული გზა ელოდება საქართველოს ეკლესიას, მაგრამ ეს გზა არის პერსონალურად შენი გასავლელი, რასაც სჭირდება ძალიან ძლიერი რწმენა, შეუვალი, პრინციპული მიდგომა ქრისტიანული ღირებულებებისადმი.

 

ვიდრე ქრისტიანი ხარ, ვიდრე მართლმადიდებელი ხარ, ვიდრე პატრიოტი ხარ, გახსოვდეს, რომ ადამიანი ხარ, უნდა ეცადო, რომ ადამიანური სახე შეინარჩუნო, თორემ არასწორ მიდგომებს სარწმუნოებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადო საქმეში შეუძლია, ადამიანური სახე დაგაკარგვინოს.

 

უპირველესად უნდა ვაღიაროთ ერთმანეთი როგორც ადამიანები, რომლებსაც აქვს უფლება არსებობაზე, რომელსაც აქვს ადგილი ამ წუთისოფელში. უფალი თუ იტანს მას, ვინც შენ არ მოგწონს, შენ რა არგუმენტი გაქვს, რომ არ მიიღო?! ღმერთი ძალადობას არ ამართლებს. სიფრთხილე გვმართებს, რომ ჩვენი არასწორი ნაბიჯი, ემოციური გადაწყვეტილებები არ იქნეს გამოყენებული ბოროტად”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა გრიგოლ ღვთისმეტყველის მონასტერში (ფოთი) ახალაშენებული ტაძრის კურთხევის შემდეგ აღსრულებულ პირველ საღმრთო ლიტურგიაზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები