spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – ბედის ირონიაა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ისევ ჩრდილოეთიდან ელიან შველას და გადარჩენას

ბედის ირონია შეგვიძლია დავარქვათ იმას, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ისევ ჩრდილოეთიდან ელიან შველას და გადარჩენას, თავის იმედებს ისევ ჩრდილოეთ უკავშირებენ, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

 

“15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, გვახსენდება ის ბარბაროსული აგრესია, რაც თავს დაატეხა ჩვენს ქვეყანას ჩრდილოელმა მეზობელმა, რასაც ემსხვერპლა სამშობლოს დამცველები და მშვიდობიანი მოსახლეობა. ღმერთმა დალოცოს ისინი, ვლოცულობთ, რათა ღმერთმა საყოფესთა მართალსათა დაამკვიდროს. ასეთი ადამიანების, სამშობლოს დამცველების დიდი შემართების, სიმამაცის წყალობით და ღვთის მადლით გადაგვიტანია და დაგვიძლევია განსაცდელები.

 

დავძლევთ ამ ტკივილებსაც, მაგრამ ბედის ირონია შეგვიძლია დავარქვათ იმას, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ისევ ჩრდილოეთიდან ელიან შველას და გადარჩენას, თავის იმედებს ისევ ჩრდილოეთ უკავშირებენ. ერთი რამ მინდა გითხრათ – უსაფუძვლო იმედებზე დამყარებული მოლოდინი, ყოველთვის არის მწარე მაცნე იმედგაცრუებისა. ერთია სასურველი და მეორეა რეალობა. რაზე გინდა დააფუძნო შენი უკეთესი წარმოდგენები, ქვიშაზე სახლს არ ააშენებენ, არასაიმედოა. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი შვილების და შვილიშვილების ხვალინდელი დღე. მჯერა და მწამს, რომ გადავლახავთ ამ განსაცდელებს, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ამ განსაცდელებს წუთისოფელში დასასრული არ ექნება, ამიტომ მუდმივი მზაობაა საჭირო”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.     

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები