spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – დღეს ჩვენი ძმები იღუპებიან იმ ომში, რომლის ცეცხლი ხვალ შეიძლება აქ გადმოვიდეს, აქ მოგვიწიოს ჩვენი სამშობლოს დაცვა

ჩვენ თვალწინ დღეს იბადებიან როგორც ახალმოწამენი, ასევე  იბადებიან ახალი დროის ჯალათები, განსაკუთრებით მძიმეა წარმოიდგინო,  რომ რაც ხდება, ამას აკეთებენ ადამიანები, ვინც მკერდზე ჯვარცმას ატარებენ, – ამის შესახებ  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა,  მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა. 

მისი თქმით, უკრაინაში ადამიანები დღეს იღუპებიან იმ ომში, რომლის ცეცხლი ხვალ შეიძლება აქ გადმოვიდეს. 

“უკრაინაში ჩვენს თვალწინ,  დღეს,  თანამედროვეობაში იბადება წმინდა მოწამეთა ახალი დასი. მრავალრიცხოვანი, ათასობით ადამიანი ხდება წმინდა მოწამე, ეს ის ადამიანებია, რომელთა მოწამეობაზე უნდა აშენდეს ახალი ქვეყანა, ახალი საზოგადოება რომელიც დაფუძნებული იქნება ღვთის სიყვარულზე, ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობასა და სამშობლოსათვის თავდადებაზე. ჩვენ სულ ეს გვესმის და ამას ვქადაგებთ, პატრიოტიზმს,  ჩვენი სამშობლოს წინაშე. პატრიოტიზმს, რომლის გარეშე საქართველო ვერ იქნებოდა,  თუ არ გვეყოლებოდნენ წინაპრები, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის, იმისთვის,  რომ დღეს ჩვენ ვყოფილიყავით.  

ჩვენ თვალწინ დღეს იბადებიან როგორც ახალმოწამენი, ჩვენს თვალწინ იბადებიან ახალი დროის ჯალათები, განსაკუთრებით მძიმეა წარმოიდგინო, რომ რაც ხდება ამას აკეთებენ ადამიანები, ვინც მკერდზე ჯვარცმას ატარებენ და რომლებიც ფიქრობენ,  რომ კურთხევას ასრულებენ.

დღეს ჩვენი ძმები იღუპებიან იმ ომში, რომლის ცეცხლი ხვალ შეიძლება აქ გადმოვიდეს, აქ მოგვიწიოს ჩვენი სამშობლოს დაცვა“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები