spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – განსაკუთრებულ მდგომარეობაში, შეიძლება ადამიანი ნაშიმშილები კი არა, ნამარხულებიც არ იყოს და აზიაროს

“პატიმრის მონახულება ყოველი ქრისტიანის ვალია და ერთ-ერთი დიდი სათნოებაა. პატიმრის მონახულება მაცხოვარმა დაგვავალა ჩვენ, რომ პატიმრებს ნუგეში ვცეთ, ნებისმიერ პატიმარს, ვისაც იცნობ ან არ იცნობ, ვისზეც მიგიწვდება ხელი და ვინც ითხოვს ამას”, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

 

მღვდელმთავარი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის მიერ, ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ზიარების საკითხს და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

 

“მეუფე ნიკოლოზმა აზიარა პრეზიდენტი სააკაშვილი და ეს იყო მისი გადასაწყვეტი. უშუალოდ ის წყვეტს, როცა ადამიანს სულიერ თემაზე ესაუბრება, როცა აღსარებას იბარებს, აზიაროს, თუ არ აზიაროს. გააჩნია კონკრეტულ ვითარებას, როცა ადამიანი საგანგებო – განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, ან ავად არის, ან რაიმე სხვა უკიდურესად რთული გარემოა, შეიძლება მაშინ ადამიანი ნაშიმშილები კი არა, ნამარხულებიც არ იყოს და აზიაროს, ეს მისი გადასაწყვეტია, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ის, რომ ახლა პატიმარი აზიარა ეს მადლიანი საქმეა.

 

პატიმრის მონახულება ყოველი ქრისტიანის ვალია და ერთ-ერთი დიდი სათნოებაა. პატიმრის მონახულება მაცხოვარმა დაგვავალა ჩვენ, რომ პატიმრებს ნუგეში ვცეთ, ნებისმიერ პატიმარს, ვისაც იცნობ ან არ იცნობ, ვისზეც მიგიწვდება ხელი და ვინც ითხოვს ამას”, – აცხადებს მეუფე გრიგოლი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები