spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – ის, რაც რაჭაში მოხდა, ძალიან დიდ ტკივილად რჩება თითოეული მოქალაქისთვის

ის, რაც რაჭაში მოხდა, ძალიან დიდ ტკივილად რჩება არა მარტო მსხვერპლთა ოჯახებისთვის, არამედ თითოეული მოქალაქისთვის და კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ არაფრისგან ხარ დაზღვეული ადამიანი, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა განაცხადა.

 

“დღევანდელ დღეს ახლავს ტკივილი იმის გამო, რაც რაჭაში მოხდა. ვხედავთ, რომ სტიქიას თავისი კანონები აქვს, თუმცა ამ კანონებზე დიდი გავლენები აქვს იმ სულიერ მდგომარეობას, რომელშიც კაცობრიობა იმყოფება.

 

იმ უბედურებების მონაწილე, რაც ხდება, პირდაპირ ან ირიბად, არის ადამიანი, თუმცა არის შემთხვევები, რომელიც ჩვენთვის გამოუცნობი და საიდუმლო რჩება.

 

ის, რაც გუშინ მოხდა, რამაც იმსხვერპლა ადამიანები, რამაც დიდი განსაცდელი მოუვლინა მთელ ქვეყანას, ძალიან დიდ ტკივილად რჩება არა მარტო მსხვერპლთა ოჯახებისთვის, არამედ თითოეული მოქალაქისთვის და კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ არაფრისგან ხარ დაზღვეული ადამიანი. შინაგანი მზაობა უნდა გქონდეს, რომ ღირსეულად დახვდე განსაცდელს, ტკივილს, ცხოვრება ამის გარეშე არ არის, მაგრამ აქვე დავსძენ, რომ არ არსებობს ტკივილი, რომელიც გარდაემატება ღვთის მადლსა და მოწყალებას”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები