spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – ფაქტობრივად, დღეს გალახულია მთელი საქართველო, თავისუფალ მოქალაქეებზე ამ მასშტაბის ძალადობა გვაბრუნებს ბნელ წარსულში

თუ ამას წერტილი არ დაესვა, წინ მძიმე დრო ელის როგორც ქვეყანას, ისე მთელ საზოგადოებას, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, იესო ქრისტეს მთელი მოძღვრება მიმართულია ძალადობის წინააღმდეგ და მოგვიწოდებს მოყვასისადმი თანაგრძნობას.

“ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა – ქრისტიანული საზოგადოება დაეფუძნა ქრისტიანულ ღირებულებათა სისტემას და ის ჩვენი იდენტობის ნაწილად იქცა, შესაბამისად, მისი დაცვა, ერთგულება მის მიმართ, ერთადერთი გზაა კულტურულ ერად დარჩენისა და შემდგომი განვითარებისა. ჩვენ აქედან ვერ გადავუხვევთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ყოველდღიური ბრძოლის მთავარი მიმართულება არის და უნდა იყოს ამ ღირებულებების უგულებელყოფასა და შელახვასთან დაპირისპირება.

ქრისტიანობის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი ხატად და მსგავსად თავისა და მთავარი პრინციპი არის ის, რომ მოხდეს ამისი განვრცობა და გამოვლინება ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში. ეს არის მთავარი საყრდენი ქრისტიანული საზოგადოებისა. ყოველგვარი მცდელობა მისი ჩახშობისა, სწორედ ამ საყრდენებს არყევს.

იესო ქრისტეს მთელი მოძღვრება მიმართულია ძალადობის წინააღმდეგ და მოგვიწოდებს მოყვასისადმი თანაგრძნობის, თანალმობის და დახმარებისაკენ, რათა შენ აღმოჩნდე ის ადამიანი, ვისაც უფალი სახარებაში მოყვასად მოიხსენიებს. დღევანდელ დღეს ძალიან რთულია ამ თემებზე საუბარი, თუმცა ძალიან აქტიურია და ეკლესია, რაც არსებობს, მუდმივად ამას ქადაგებს და მოუწოდებს თავის სულიერ შვილებს. დღეს, როცა ჩვენ ვხედავთ ჩვენი მოქალაქეების სასტიკად ნაგვემ მდგომარეობას, უნდა ვაღიაროთ, რომ ფაქტობრივად, დღეს გალახულია მთელი საქართველო. თავისუფალ მოქალაქეებზე ამ მასშტაბის ძალადობა და მისი გამოვლინება გვაბრუნებს ბნელ წარსულში, რაც იმის ნიშანია, რომ თუ ამას წერტილი არ დაესვა, წინ მძიმე დრო ელის, როგორც ქვეყანას, ისე მთელ საზოგადოებას”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები