spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – შევთხოვთ, შეგვაწიონ თავისი ლოცვა, რათა საქართველოს ეკლესიამ, როგორც დღემდე განვლო და ქართველი ერი გამოატარა ურთულეს გზაზე, მომავალშიც უწინამძღვროს მას

შევთხოვ უფალს, რომ ეკლესია, რომელიც ყოველდღიურად განიცდის ხოლმე რყევებს, შემოტევებს, გაძლიერდეს, გამტკიცდეს და ღირსეული პასუხი გავცეთ ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ვდგავართ, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

 

“საეკლესიო კრებაზე პოლიტიკურ თემებზე ჩვენ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ, მაგრამ როცა ქვეყანაში დაძაბულობაა, როცა ეკლესიაში, ანუ ამ ცოცხალ ორგანიზმში მძვინვარებს ტკვილი, რა თქმა უნდა, ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ, რა შეიძლება ამას დავუპირისპიროთ, როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ ჩვენს ერთობას. ერთობა რომ ირღვევა, მერე უკვე მეტასტაზებივით გადის და ჭირს ხოლმე შეთანხმება ერთმანეთთან. 

 

შევთხოვ უფალს, რომ ეკლესია, რომელიც ყოველდღიურად განიცდის ხოლმე რყევებს, შემოტევებს, გაძლიერდეს, გამტკიცდეს და ღირსეული პასუხი გავცეთ ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ვდგავართ. თუ გაურკვევლოვაა გარკვეულობა შევიტანოთ, თუ დასაგმობია დავგმოთ, თუ აღიარებაა საჭირო, ვაღიაროთ, მაგრამ საჭიროა, რომ ჩვენ შორის ნეგატიური მუხტი არ გაბატონდეს, რაც მთლიანობაში სხვა დიდ პრობლემებს წარმოშობს. 

 

ჩვენ შევთხოვთ ქალკედონის საეკლესიო კრების მონაწილე მამებს, რომლებიც წმინდად არიან აღიარებული, რომ შეგვაწიონ თავისი ლოცვა, რათა საქართველოს ეკლესიამ, როგორც დღემდე განვლო და ქართველი ერი გამოატარა ურთულეს გზაზე, რომ მომავალშიც უწინამძღვროს მას და არ აღმოჩნდეს მიზეზი იმ პრობლემების, რომელიც შეიძლება შეექმნას საზოგადოებას და ქვეყანას”, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები