spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მეუფე გრიგოლი – სიძულვილი მძვინვარებს და ეს არის ყველაზე მძიმე ვირუსი, ღმერთს შევთხოვ, რომ დაამშვიდოს ჩვენი გულები

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა მრევლს ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა და ქადაგებისას ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას ასევე აღნიშნა, რომ განსაცდელი ყოველთვის არის და ადამიანებს სიფრთხილე და სიფხიზლე სულ მართებთ. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის თქმით, განსაცდელია კორონავირუსიც, რომელიც აუცილებლად გაივლის.

 

“განსაცდელი ყოველთვის არის და ამიტომ მუდმივად გვამრთებს სიფხიზლე, სიფრთხილე, გონიერება, მაგრამ არა შიში. ერთადერთი, რისიც შეიძლება ადამიანს გეშინოდეს, ეს არის შიში ღვთისა, რომელიც გაძლიერებს და შენში გამოამჟღავნებს იმ დაფარულ ენერგიებს, რომლის შესახებ შეიძლება წარმოდგენაც კი არ გქონდეს.

 

თითოეულ ადამიანში არის ძალიან დიდი მადლი და წყალობა ღვთისა, მთავარია ეს ყოველივე მოქმედებაში მოვიყვანოთ და უპირველესი ამის საშუალება არის რწმენა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად დღევანდელ დღეს ავიდა თაბორის მთაზე და გაბრწყინდა. 
განსაცდელი ქარიშხალივით არის, ძლიერი ქარიშხლები ანგრევს ქალაქებს, ხეებს გლეჯს ფესვებიანად, მაგრამ თუ ფესვები მტკიცედ არის, თუ საძირკველი ძლიერია, მას ვერაფერს დააკლებს. ასეთი ქარიშხლები ადამიანებში არის ძალიან ხშირად და ადამიანებს შიში მოიცავთ ხოლმე, მაგრამ თუ შენს რწმენას ღრმა ფესვები აქვს, მას ვერაფერი მოერევა, გაივლის ეს ქარიშხლებიც, დღევანდელი განსაცდელიც, თუმცაღა ძალიან მძიმეა, როცა ვხედავთ, რომ სამყაროს ერთი ნაწილიდან, ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან წამოსული ვირუსი როგორ მოედო მთელ მსოფლიოს და ამის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა, როგორ განვითარდება ეს მოვლენები ძნელია ამის პროგნოზირება, თუმცა ადამიანები ამას უპირისპირდებიან, ებრძვიან, სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით, მაგრამ ამასთან ერთად ღმერთი არ უნდა დავივიწყოთ, უნდა ლოცვა დავიწყოთ, ვინც არ ლოცულობთ, ვინც ლოცულობს მეტი გულისყური უნდა დაუთმოს ლოცვას.

 

უამრავი მიმართულებით არის გაფანტული ჩვენი გონება, ათასი დარდი, საფიქრალი აქვს ადამიანს, მაგრამ გვახსოვდეს, თავი და თავი ყოველგვარი ხსნისა, არის რწმენა ღვთისადმი, რომლისთვისაც ყოველივე შეუძლებელი შესაძლებელია, მაგრამ უფალი არ უნდა გამოვცადოთ.

 

წელიწადზე მეტია, ეპიდემია მძვინვარებს, სულ უფრო მეტად იძაბება საზოგადოება და სულ უფრო მეტი დაპირისპირება ჩნდება საზოგადოებაში, რაც ძალიან მძიმე ემოციურ ფონს ქმნის – აცრილების და აუცრელების, კოვიდგადატანილების და კოვიდგადაუტანლების, არათუ პანდემია მძვინვარებს, სიძულვილი მძვინვარებს და ეს არის ყველაზე მძიმე ვირუსი, ღმერთს შევთხოვ, რომ დაამშვიდოს ჩვენი გულები, სიმშვიდე თავისით არ მოდის, მშვიდობა უნდა უფალში იპოვო. ეს არ არის ადვილი, ეს ძნელია, მაგრამ უფალზე მინდობა, ეს არის გზა ხსნისა”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები