spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – თითოეულ ჩვენგანს დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია იმ ისტორიის წინაშე, რომლითაც მოვედით დღემდე და იმ ისტორიის წინაშეც, რომელიც ახლა იწერება

უნდა გვახსოვდეს გზა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გამოიარეს, იმისთვის, რომ არ დაგავიწყდეს შენი მეობა, რადგან თუ ეს დაგავიწყდა, სამომავლო გზებზე ორიენტირს სწორად ვერ დაინახავ, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა სადღესასწაულო ქადაგებისას განაცხადა.

 

“ყოველი დღე ჩვენს ეკლესიურ ცხოვრებაში არის გახსენება კონკრეტული ისტორიული მოვლენისა, ბიბლიური ისტორიიდან, პიროვნებებისა, რომლებმაც ღვთის წინაშე მოპოვეს მადლი, განსაკუთრებულად გამოიჩინეს თავი დიდი სათნოებით ღვთისა და ადამიანების წინაშე. ეკლესია იმიტომ გვახსენებს ამ ყველაფერს, რომ არასდროს დაგვავიწყდეს ვინ ვართ, არ დაგვავიწყდეს რა გზა გამოიარა ჩვენმა მოდგმამ, რომელიც ღმერთმა დალოცა და შთაბერა მას სული სიცოცხლისა. ბავშვს რომ ზრდის ადამიანი რამდენი რამ გადახდება თავს და მაინც დედა და მამა არ ამბობს უარს შვილზე, მოთმინებით იტანს ამ ყველაფერს, თუმცა ხან გაკიცხავს, ხან დასჯის, ხან საყვედურს ეტყვის, მაგრამ კიდეც შეაქებს, წაახალისებს, მიეფერება და საჩუქარსაც გაუკეთებს. ასე არის მოდგმა ჩვენი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს გზა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გამოიარეს, იმისთვის, რომ არ დაგავიწყდეს შენი მეობა, რადგან თუ ეს დაგავიწყდა, სამომავლო გზებზე ორიენტირს სწორად ვერ დაინახავ. ღმერთი მოწყალეა, მაგრამ შენც იყავი შენი თავის მიმართ მოწყალე და მოყვარული, იზრუნე, რომ ამით განადიდო ღმერთი, რომ მადლი, რომელიც მოგეცა, არ გაფანტო უმისამართოდ და უაზროდ, როგორც უძღებ შვილს დაემართა.

 

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს როგორ მოვიდა დღემდე კაცობრიობა, როგორ მოვიდა ჩვენი წინაპარი დღემდე, რა გზა გამოიარა.

 

დღევანდელი დღე, ჩვენი დღეებიც, ხვალ უკვე ისტორიის კუთვნილება იქნება, ჩვენ არ უნდა დავუტოვოთ ისეთი მაგალითები, რომელიც ჩვენ შემდგომ თაობას ცხოვრებას დაუმახინჯებს და გახდის შენ სახელს ავადმოსახსენებლად. თითოეულ ჩვენგანს დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია იმ ისტორიის წინაშე, რომლითაც მოვედით დღემდე და იმ ისტორიის წინაშე, რომელიც სამომავლოდ იწერება დღეს და ახლა. 

 

სიხარულის დღე არის, სიხარული, რომლითაც ჩვენ ვხარობთ ხოლმე, პირობითად შეიძლება ორგვარად გავყოთ – სიხარული მადლისმიერი და ბოროტი სიხარული. მადლისმიერი სიხარულია, როცა სხვისი წარმატებით და სიკეთით შეგიძლია გაიხარო. ბოროტი სიხარულია, როცა სხვისი შეცდომა გიხარია. მადლობა და სიხარული ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის და ამიტომ არასდროს დაგვავიწყდეს მადლობა შევწიროთ ღმერთს, გაგვაჩნდეს მადლიერება ერთმანეთის მიმართ, თუ მადლიერების გრძნობა თქვენს გულში მუდამ იქნება, ის შეგძენს გამძლეობას ნებისმიერ განსაცდელში, უნარს იმისათვის, რომ წაქცეული წამოდგე კვლავ და მყარად დამკვიდრდე მადლის წიაღში, რაც მუდმივად უფალთან ყოფნას ნიშნავს“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.  

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები