spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – თითქოს ერთად ვდგავართ, მაგრამ ერთმანეთი დაკარგული გვყავს, ერთმანეთს არ ვერიდებით

ჩვენთან მობრძანდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მთელ ქვეყანას შეახსენებს ჩვენ სულიერ იდენტობას, ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვდივართ, რას წარმოადგენს ჩვენთვის ქრისტიანობა და რომ საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა. შეგვახსენებს იმასაც, რომ ღვთისმშობლის წილხვდომილობა არ ნიშნავს იმას, რომ შენ ყველაფრისგან დაცული ხარ, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ფოთის საკათედრო ტაძარში განაცხადა.

 

“ჩვენი რწმენა, ჩვენი ქრისტიანობა გვახსენებს, რომ ნამეტანი არ გავერთოთ ამ ცხოვრებით, ადამიანს ბევრი რამ სჭირდება, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო, ქრისტიანულად მცხოვრები ადამიანების რიცხვი დაბალი არის, დღეს თავიდან ვსწავლობთ ბევრ რამეს, ქრისტიანობას, საკუთარ თავს, ჩვენ დღემდე მოვედით ისე, რომ პასუხსაც ვერ ვამბობთ რამ გადაგვარჩინა, გადაგვარჩინა დიდმა უნარმა სიყვარულისა, ღვთის მოწყალებამ, ღვთის დიდმა კაცთმოყვარეობამ, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი და ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება.

 

თითქოს ერთად ვდგავართ, მაგრამ ერთმანეთი დაკარგული გვყავს, ერთმანეთს არ ვერიდებით, არამედ ვუყურებთ როგორც მგელს, როგორც მოწინააღმდეგეს და იმ უბედურების დროსაც კი, რისი მომსწრენიც გავხდით, ვფიქრობთ, ნუთუ არ არსებობს ისეთი რამ, რაც გვაიძულებს მცირე ხნით ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა და თანადგომა გამოვხატოთ, გვაიძულოს, რომ ერთად გავუმკლავდეთ უბედურებას, მოვნახოთ ერთმანეთში საერთო, ამის გასაღები სწორედ ქრისტიანობაშია, რომ ერთმანეთის უბედურებაში ჩვენი პოზიციები კი არ გავიმძალვროთ, არამედ ერთმანეთს მხარში დავუდგეთ. შეიძლება არ გქონდეს მატერიალური საშუალება, სხვადასხვა რესურსი, მაგრამ მთავარი შენ გაქვს სიტყვა, ყველაზე ძლიერი იარაღი, კეთილი სიტყვა არის ყველაზე ძლიერი რამ, რასაც დიდი ენერგიის გაცემა შეუძლია და შენ გაქვს ნება, რომელიც კეთილად უნდა გამოიყენო. 

 

ვუთხრათ ერთმანეთს, რომ შენ მარტო არ ხარ, ჩვენ ერთად ვართ და მხოლოდ ერთად და ერთობით შევძლებთ დავძლიოთ ყოველივე განსაცდელი, ყოველივე სირთულე ისტორიის ამ ურთულეს პერიოდში, როცა ვცხოვრობთ და ურთულესი სწორედ იმიტომ, რომ ყველაზე მტკივნეულად აღვიქვამთ, რაც აწმყოში არის, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა არის ყოველივე ის, რას და როგორ ვაკეთებთ დღეს და როგორ გავდივართ ამ გზას. ამ ქვეყნის შვილები ვართ და ყველა თავის ფუნქციას ასრულებს, რომ მთლიანობაში ერთი საერთო ამოცანა გადავწყვიტოთ, რომ ამ ქვეყნის განვითარებას შევუქმნათ მყარი საფუძველი, ნაბიჯ-ნაბიჯ, მოთმინებით და დიდი შრომით”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები