spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – ტრაგედიაა, როცა ადამიანი შეცდომას არ აღიარებს

ყველა რაღაცას ეძებს, მაგრამ რას ეძებს, თავადაც არ იცის. ტრაგედიაა, როცა ადამიანი შეცდომას არ აღიარებს. როდესაც ღმერთმა სამყარო შექმნა, მას პატრონად დაუდგინა უაღმატებულესი ქმნილება – ადამიანი, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ღმერთი უმიზნოდ არაფერს ქმნის და ამ ცხოვრებაში ყველას და ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს.

“ეკლესია საუკუნეთა განმავლობაში დღენიადაგ გვახსენებს – ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რისთვის, რას ვეძებთ. ყველა რაღაცას ეძებს, მაგრამ რას ეძებს, თავადაც არ იცის. ეკლესია გვახსენებს, რომ ადამიანის მთავარი დანიშნულება, მთავარი მისია მისი არის შემოქმედისადმი მსგავსება. ღმერთი უსაგნოდ, უმიზნოდ არაფერს ქმნის, ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს. როდესაც ღმერთმა სამყარო შექმნა, მას პატრონად დაუდგინა უაღმატებულესი ქმნილება – ადამიანი. ადამიანის შექმნისას ღმერთმა ასეთი სიტყვები თქვა – “ქმნედ კაცი ხატისაებრ ჩემისა და მსგავსებისაებრ”. ადამიანის მიზანი უნდა იყოს, რომ ღმერთს ემსგავსოს. ადამიანის მთავარი შესაძლებლობა და უნარი არის აზროვნება. სწორედ აზროვნებისას იბადება მთელი რიგი საქმეები, მთელი საკითხები ადამიანთა შორის ურთიერთობის. ადამიანი უნდა ეცადოს, რომ უპირველესად საკუთარი თავი განავითაროს. ამას სჭირდება შრომა. ვინც ვის ჰბაძავს, მას ემსგავსება, ჩვენ გვჭირდება ღმერთისადმი მიბაძვა.

შეუცდომელი არავინ არის. შეგვეშლება? შენდობას ვითხოვთ და გამოვასწორებთ, წავიქცევით? წამოვდგებით და გზას გავაგრძელებთ. ტრაგედიაა, როცა ადამიანი შეცდომას არ აღიარებს.

ყოველ დილას, მზის ამოსვლისას მადლობა შევწიროთ ღმერთს და დავფიქრდეთ, “რაი მივაგო უფალს ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე”. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენი დიდი ნუგეში დედა ღვთისმშობელია, ის არის ჩვენი მეოხი ღმერთის წინაშე”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები