spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – უკრაინაში ზეცა განათებულია იმ რაკეტებით, რომელიც ადამიანებს სიცოცხლეს უსპობს, ის საზოგადოება, რომელიც ამას ეგუება, არ არის ნორმალური საზოგადოება

დატოვეთ ცოდვები წარსულში და ახალი სულისკვეთებით შეხვდით ახალ წელს. ახალი წელი არაფრის მქმნელი და არაფრის მომცემი არ არის, ახალი წლის შემომქმედი თითოეული ჩვენგანი არის და ნუ მოვკლავთ ერთმანეთს, გულს ნუ ვატკენთ ერთმანეთს, ნუ გავამდიდრებთ სიძულვილს და ბოროტებას, ეს ისევ და ისევ ძირის გამოთხრა იქნება ჩვენი ცხოვრებისათვის, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, თავისუფლება ყველას სურს, თუმცა თავისუფლებას მოპოვება უნდა.

 

“ყველა ადამიანს სურს, რომ თავისუფალი იყოს და თავისუფლება იყოს ირგვლივ, მაგრამ თავისუფლებას არავინ არავის არ ჩუქნის, თავისუფლება მოიპოვება, ასევე არის ერების ცხოვრებაში, თავისუფლებისთვის იბრძვიან ადამიანები.

 

დღეს ახალი წლის პირველი დღე არის და არ შეიძლება არ გავიხსენოთ ის მძიმე მოვლენები, რაც ახლა უკრაინაში ხდება, წუხელ გადავხედე და განათებულია ზეცა, უკრაინაში კი ზეცა განათებულია იმ რაკეტებით, რომელიც ადამიანებს სიცოცხლეს უსპობს. ის საზოგადოება, რომელიც ამას ეგუება, არ არის ნორმალური საზოგადოება. ჩვენ ხშირად ვამბობთ, 21-ე საუკუნეში ეს როგორ შეიძლება ხდებოდეს, პასუხი გავცეთ რატომ ვაკეთებთ აქცენტს 21-ე საუკუნეზე, ალბათ, იმიტომ, რომ ადამიანს უფრო მეტი გამოცდილება დაუგროვდა, ვიდრე გასულ საუკუნეებში. საოცარი განვითარებულია სხვადასხვა სახის ტექნოლოგიები, ეს ყველაფერი შეიძლება გვიხანგრძლივებდეს სიცოცხლეს, კომფორტულ გარემოს ქმნიდეს, მაგრამ უფრო ადამიანურს ეს ვერ გაგვხდის, უფრო მოსიყვარულეს და გულმოწყალეს ვერ გაგვხდის, სულით ლამაზებს ვერ გაგვხდის და ვერ განაბრწყინებს ჩვენ სულიერ ცხოვრებას, გათენებულში უნდა გვიხაროდეს ერთმანეთის დანახვა, ამ სამყაროს ხილვა, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი სოფლების დანახვა. ღამით ხელოვნური განათებები იძლევა საშუალებას, რომ ამ ეფექტებით დატკბე, მაგრამ ეს ეფექტები ბედნიერებას ვერ მოგიტანს, ბედნიერებას მოგიტანს შინაგანი სიმდიდრე, რომელიც სიმშვიდით, სიყვარულით მოდის”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

მისივე თქმით, ერთი კვირა დარჩა ქრისტეს შობამდე და ყველა უნდა შეეცადოს, ამ დღეს ღირსეულად და მარხვით შეხვდეს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები