ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მკურნალობა ვერ ხერხდება, საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.
მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის კადრებმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა.
“კადრებმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება და რა თქმა უნდა, მას ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ მიიღოს სრულყოფილი დახმარება თუ ამის საშუალება არის აქ, თუ არ არის – მაშინ სხვაგან”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ნებართვას ელოდება.