ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მომავალ კვირაში მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს.
მეუფე გრიგოლის თქმით, მისი სურვილია, ყველა პატიმარს და მათ შორის მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს საშუალება, რომ სრული მკურნალობა მიიღოს.
“საერთოდ ისეთი დიამეტრულად განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება ხოლმე, ადამიანები დაბნეულებიც კი არიან. ახლა ახალი კვირა რომ იქნება, ვგეგმავ პატიმრების მონახულებას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის და ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ვნახავ. რა თქმა უნდა, კადრები ნანახი მაქვს მე, მაგრამ სრული ინფორმაცია რაც ვრცელდება ნამდვილად არ ვიცი, კადრები ხშირად ისეთი ჯადოქრობის ქვეშ გადიან, რომ ათას რამეს გაჩვენებენ.
ვისურვებდი, რომ ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს საშუალება, რომ სრული მკურნალობა მიიღოს, იმისთვის, რომ დაცული იყოს, მისი, როგორც ადამიანის, პიროვნებისა და პატიმრის სიცოცხლე”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.