spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე იაკობი – ჩემზე მხედრიონელს რომ იძახიან, არა რცხვენიათ?

მხედრიონელი მეგობარი არ მყოლია მაშინ, იმ პერიოდში. თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი სულ, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა.

 

“სწორად ვითარდება ჩვენი ქვეყანა, 90-იანების ომი ხო გვახსოვს? ქართველები ერთმანეთს დაატაკეს და დღესაც, აგენტები თუ არ არიან, ჩემზე ხომ იძახიან, მინდა, ეხლა ხმამაღლა განვაცხადო, ის იყო შემოგდებული, ჩემზე მხედრიონელს რომ იძახიან, არა რცხვენიათ? მხედრიონელი მეგობარი არ მყოლია მაშინ, იმ პერიოდში. თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი სულ. ისეთი ვიღაცა არ ვიყავი, ცნობილი ის ვიყავი… 

 

რატომ აკეთებენ, იმიტომ, რომ პირველი პრეზიდენტი, რა გაუკეთეს ხო, ჩემზე ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრეს, თავიდან რუსიაო, მერე ეს არის, მერე ეს არისო. აქ რომ ჩამოვდივარ, შეიძლება ვინმემ თქვას არ უნდა ამბობდესო, ლოგინში არ ვწვები ხოლმე, მონასტერში რაც წავედი ლოგინში არ ვწოლილვარ საერთოდ და არსად ლოგინი არა მაქვს.

 

იცოდნენ, ძალიან მკაცრები ვიქნებით ყველას მიმართ! მიგვიღებენ, მიგვიღებენ და თუ არ გვიღებენ, რევოლუცია ხომ არ უნდა მოვაწყოთ? რატომ არ გვიღებენ მითხარით, რა? რატომ არ უნდა მიგვიღონ? მე ხომ არ ვაბრალებ “ამას მიკეთებ, იმას მიკეთებ”. რატომ არ მიღებ, რა? მე საერთოდ არ მინდა დაყვედრებული არაფერი. ჩვენ გავხდეთ ძლიერები რა, ნუ ვჭამთ ერთმანეთს. ჩვენ გავხდეთ ისეთი ძლიერები, აქეთ შეგვეხვეწონ მერე”, – განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები