ბოდბელმა მთავარეპისკოპოსი იაკობის თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხს “რევოლუციისთვის იყენებენ“.
“ამ ევროკავშირის კანდიდატობაც ჭირი გაგვიხდა ჩვენ, რა. იყენებ ამას. რა თქმა უნდა, ქართველ კაცს უნდა წესიერი და კარგი ცხოვრება. არ მიგიღებენ და პრობლემას გიქმნიან – რუსული მთავრობა, რუსული ეს, თვითონ რუსები, რა. კომუნისტური მოლდოვა, კორუფციაში ჩამხრჩვალი უკრაინა მიიღეს, თუმცა უკრაინა ომის მდგომარეობაშია. მიიღონ არავისი გვშურს, მაგრამ ჩემთან რევოლუციურ სცენარს რატომ მიწერ თუ არ მინდა?!“, – განაცხადა მეუფემ.
მისივე თქმით, ამერიკულმა და ქართულმა მხარემ ერთმანეთთან უნდა მოილაპარაკონ და წყენები დაივიწყონ.
“მე ვფიქრობ, რომ სრულიად საკმარისია. ამერიკელებმა და ჩვენებმა დროზე დაილაპარაკონ, რაც იყო იყო. ის წყენები უნდა დაივიწყო, იმიტომ, რომ წინ უფრო დიდი რაღაცებია. ერთი რამე იცოდნენ, საქართველოს არავისთან უნდა ცუდი ურთიერთობა. თუ დახმარება უნდათ, არა თუ კანდიდატად უნდა მიგიღონ, არამედ მიგიღონ ევროკავშირში, რა. პოლარიზება ხომ დამთავრდება“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.