ბოდბელმა ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, პატრიარქისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე საუბარი სისულელეა.
“მაგ ზღაპრებს ვინ გიყვებათ ხოლმე. სისულელეა. პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს-პატრიარქი.
რასაც პატრიარქთან დაკავშირებით მეუბნებით, აბსოლუტური სისულელეა. ვინც მაგას გეუბნებათ, თავში ჭკუა არ აქვს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
რაც შეეხება გელათის საკითხს, ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, გელათთან დაკავშირებით ამ დღეებში კომისიის სხდომა შედგება.
“ახლა მთავარია, ძეგლი გადავარჩინოთ, ალბათ, დიდი ხანია, ბევრის პასუხისმგებლობის საკითხია“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.