spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მეუფე იაკობი – როდესაც შენი სახელით ასე მოქმედებენ, უნდა გამოხვიდე და უთხრა, რომ არ შეიძლება ასე, ეს ქართველობა არ არის, ეს არ არის ადამიანობა

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი 9 აპრილს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მან ქადაგებისას აღნიშნა, რომ ყველას უნდა ჰქონდეს უფლება, თავისუფლად მიაგონ პატივი გმირებს.

“სულ რამდენიმე დღის წინ იყო ქართველებისთვის ძალიან დიდი დღე, 9 აპრილი იყო. უფლებას არ გვაძლევდნენ მისულიყავი იმ ადგილას, სადაც ჩვენმა გმირებმა თავი დადეს სამშობლოს თავისუფლებისთვის. ასეთი საქციელი არ შეიძლება. როდესაც შენი სახელით ასე მოქმედებენ, პოლიტიკური ძალა ხარ თუ ვინც ხარ იმის უკან, უნდა გამოხვიდე და უთხრა, რომ არ შეიძლება ასე, ეს ქართველობა არ არის. ეს არ არის ადამიანობა. განა ადამიანი ხარ მაშინ, როდესაც სამძიმარზე მისულ ადამიანს არ უშვებ?“, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები