spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მეუფე იაკობი – ცოტას თუ დაიკლებდა, პირიქით, ჯანმრთელობისთვის კარგია, ძალიან დიდი წონა ჰქონდა

ცოტას თუ დაიკლებდა, პირიქით, ჯანმრთელობისთვის კარგია,  ძალიან დიდი წონა ჰქონდა, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

“ცოტას თუ დაიკლებდა, პირიქით, ჯანმრთელობისთვის კარგია, თუ ძალიან დიდი წონა ჰქონდა, მაგრამ უცბად არ უნდა მოხდეს ამ წონის დაგდება. სახელმწიფოს ვალდებულება ყველას გადარჩენაა, არა მარტო პრეზიდენტის, არამედ ნებისმიერის. ხელისუფლებასთან ხშირად მაქვს ხოლმე საუბარი, თუ დიდ ამნისტიას ისე ვერ აკეთებენ, ქალებისთვის რომ გააკეთონ. მაგალითად, ვინც მესამე პრეზიდენტზე ხშირად საუბრობთ, ქალების ამნისტიაზე და ქალებზე გული რატომ არ შეგტკივათ? რატომ არ გამოდიხართ ასეთი მოთხოვნით? ასეთი მოთხოვნით რომ გამოდიოდეთ, მაშინ დავიჯერებდი, რომ არა მარტო მიშაზე შეგტკივათ გული, არამედ ყველა ადამიანზე. 

 

თუ ისეთი დაავადება აქვს რომ გადაყვანას საჭიროებს, ვინ არ გადაიყვანდა, ასატკივებელი თავი ვის აქვს?! მაგალითად, ციხიდან რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ, ჩვენც გვქონდა ხელისუფლებასთან ამ თემაზე საუბარი და ხელისუფლებამ ძალიან მალე გადაიყვანა. სასამართლო სხდომებზეც დადის. უბრალოდ, გეტყვით მიშაზე რა ხდება, შევხედოთ ხალხის მდგომარეობას, ხალხს არ აინტერესებს სწორად გასამართლდა თუ არ გასამართლდა, ხალხის უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს ადამიანი არის იქ, სადაც უნდა იყოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები