გამარჯვებულ საქართველოსთან იყვნენ ისინიც, რატომ თვლიან, რომ წააგეს. ჩვენ პარტიები ხომ არ აგვირჩევია, ჩვენ ავირჩიეთ ის ხალხი, რომლებმაც უნდა მართონ შემდეგი 4 წელი ქვეყანა და კეთილი ინებე და მართე , – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას მხარდამჭერები არ ჰყავს.
“სირცხვილია ისეთ თემებზე საუბარი. ამათ მხარდამჭერი არ ჰყავთ და ფიქრობენ, რაღაც მოხდეს და გამოიყენონ საბაბი.
წაგებულები არ ხართ, სამოცდა რაღაც ადამიანი ხომ შეიყვანეს პარლამენტში, შევიდნენ და საქმე აკეთონ. გამარჯვებულ საქართველოსთან იყვნენ ისინიც, რატომ თვლიან, რომ წააგეს. ჩვენ პარტიები ხომ არ აგვირჩევია, ჩვენ ავირჩიეთ ის ხალხი, რომლებმაც უნდა მართონ შემდეგი 4 წელი ქვეყანა და კეთილი ინებე და მართე.
ვერაფერს ვერ გააკეთებენ იმიტომ, რომ ჩვენც ამოგვივა ყელში და ჩვენ მივხედავთ. სახელმწიფო თუ არ მიხედავს, ვერ უშველის ვერანაირი უცხოეთი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
ორშაბათს, 4 ნოემბერს 19:00 საათზე რუსთაველზე ოპოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით აქციას გამართავს.