spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მეუფე იაკობი – ვინც საქართველოს წინააღმდეგ წავა, ყველას მივხედავთ, არავის არ ვემუქრებით, მაგრამ ჭკვიანად უნდა იყვნენ

ნუ დაგვამადლის ნურავინ ნურაფერს, თუ ჩვენთან მეგობრობა უნდათ იმეგობრონ, არ უნდათ და ოთხივე მხარეს გზა ხსნილია, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელ მსოფლიოში მიდი ადგილი უნდა ჰქონდეს.

“ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც საბჭოთა კავშირიც დავშალეთ, სხვების დახმარების გარეშე და ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერთან ბრძოლა, ვინც არ უნდა იყოს, რუსი იქნება თუ სხვა, თავს არავის დავაპყრობინებთ, კარგად იცოდნენ, ყველა ტერიტორიას დავიბრუნებთ აბსოლუტურად. ახლა ევროკავშირთან მიმართებაში რაღაც საუბრებია ხოლმე, ამერიკასთანაც დაგვიძაბეს ურთიერთობები, მაგრამ მოდით, შევხედოთ ამას სულიერი თვალით, არ არსებობს განსაცდელი, რომ იქიდან საუკეთესო გამოსავალი არ მოგვცეს ღმერთმა. ერთია, რომ ქალაჩუნასავით იყო და განსაცდელს დაუწვე, მეორეა ღირსეულად გამოსვლა ამ განსაცდელიდან.

თუ ვიძახით, რომ ქვეყნები მეგობრები ვართ, თუმცა მე ქვეყნების მეგობრების არ მჯერა, ეს ტყუილია, მეგობრები თუ ვართ და მეუბნები, რომ რაღაც ჩემში არ მოგწონს, ეს არ მოგწონს, ის არ მოგწონს, ერში როცა ვიყავით, ჩვენი გზები გაიყრებოდა ხოლმე, არც ვჩხუბობდით, არც ვკლავდით ერთმანეთს, არც მტრებად ვსახავდით. არ შეგიძლიათ ერთად ყოფნა? არ იქნებით და მორჩა, რა პრობლემაა. რატომ უნდა დამაძალო ან ჩემი მეგობარი იყავი, ან ვიღაცის სახელით მელაპარაკო და ეს “ვიღაცა” ქართველი ხალხი არ უნდა იყოს. მოგვწონს-არ მოგვწონს ერთმანეთი, ქართველი ხალხი ყველა ვართ. არავისთვის ცუდი არ მინდა და ყველა ქართველი მინდა, ძლიერად იყოს.

მე ვფიქრობ, რომ ამასაც დავძლევთ, ამერიკაში ბევრი მეგობარი მყავს, საკმაოდ განათლებული და ჭკვიანი ადამიანები. ახლა უწმინდესის კურთხევით მივდივარ, სტუდენტებიც მიმყავს და იმათთანაც მექნება შეხვედრები და ჩემ აზრსაც გავაცნობ, მე  ვფიქრობ, ამერიკელები ყველაზე ადვილად მოსალაპარაკებელი ხალხია. ვფიქრობ, ეს პრობლემებიც მოკლე პერიოდში ყველა მხარისთვის დადებითად გადაწყდება“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, უცხოელს თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ ქართველმა საქართველო ყოველთვის უნდა დაიცვან.

“ერთი არის გერმანელი, კაპასი ქალივით გვიტევს ხოლმე ქართველებს, შენ რომ ქართველი ხარ და ტყუილს რომ ამბობს, როგორ არ გამოდიხარ. შენ გგონია ის დაგსვამს სკამზე? მოვა არჩევნები და არ აგირჩევს ხალხი, გარედან რომ გიტევენ, ყოველთვის უნდა დაიცვა საქართველო.

რომელი ავტორიტეტები ეგენი არიან ჭკუა დაგვარიგონ, ბალტიისპირელებმა თუ ვინ, თავიანთ საქმეს მიხედონ. დაგვიდგა ის დრო, რომ დღევანდელ მსოფლიოში ჩვენ ჩვენი ადგილი გვქონდეს. იმპერიობას კი არ ვაპირებთ, მაგრამ დაგვაფასეთ რა!

ღმერთმა დიდი ძალა რომ მოგცა ნუ დამიწყებ დაჩაგვრას, არ დაგაჩაგრინებ თავს, იცოდეთ, რომ ქართული ეკლესია იქ იქნება სადაც ქართველი ხალხი იდგება, არცერთ ლიდერს არ გაჰყვება, თქვენთან ერთად იდგება, სისხლის ბოლო წვეთამდე და სული რომ აღმოგვხდება, მაინც თქვენთან ვიქნებით, არაფრის არ შეგეშინდეთ, ეს დროც გასავლელი გვაქვს. როგორც მეგობრები ან დაშორდებიან ან რაიმე იქნება, არცერთი ერის ვალი არ გვაქვს, თუ რამე იყო კონტრიბუციით ხან ავღანეთში დავყავდით და დღეს თურმე შეიძლება, ჩვენ ჯარს დახმარებაც შეუწყვიტონ, ჯარი მთავრობის ხომ არ არის, ის ჩვენია.

ვინც საქართველოს წინააღმდეგ წავა, ყველას მივხედავთ, არავის არ ვემუქრებით, მაგრამ ჭკვიანად უნდა იყვნენ. დღევანდელ დღემდე ისე მოვედით, სულ ჩვენი დაჩაგრა უნდოდათ, მაგრამ მაინც გადავრჩით, ნუ დაგვამადლის ნურავინ ნურაფერს, თუ ჩვენთან მეგობრობა უნდათ იმეგობრონ, არ უნდათ და ოთხივე მხარეს გზა ხსნილია, ჩვენ მთავარია თავისუფლება ავირჩიოთ და სადაც თავისუფლების დიდი ხარისხია, იმათთან კარგად უნდა ვიყოთ, ცუდად ყოფნის უფლება არ გვაქვს ვინმესთან იმიტომ, რომ მცირერიცხოვანი ერი ვართ და გადაგვივლიან. არავის არაფერს არ ვუშავებთ და რა დღეში ვართ, გადახედეთ თქვენს ნერვებს.

მინდა მივმართო იმას, კაპასი დედაკაცივით რომ ლაპარაკობს, გერმანელს, მე არ მეშინია ამას რომ ვამბობ, არ შემიშვებენ ევროპაში არც მჭირდება, რუსეთში ისედაც არ დავდივარ, საბჭოთა კავშირის დროსაც არ დავდიოდი, თვითონ იკითხონ, თუ ჩვენნაირი ადამიანები დაკარგეს, საქართველოს დავიცავთ ყოველთვის“,- განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები