spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე მელქისედეკი – სიცრუეა, რომ არ ვესაუბრები, შეხვედრაზე არ მოვიდნენ ისინი, ვინც დღეს აქციას მართავენ, ნაწილი უბისას მრევლიც არაა

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი უბისას წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის ნაწილის ბრალდებას უსაფუძვლოს და მართულს უწოდებს.

 

მისი თქმით, პროცესი ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმართული ბრძოლაა. მეუფის ინფორმაციით, ის შეხვდა მრევლს, მაგრამ შეხვედრაზე არ მივოდნენ ისინი, ვინც დღეს აქცია გამართა. 

 

მეუფე აცხადებს, რომ თავადაც სურს, კომისიამ განიხილოს საკითხი და დადგინდეს რა მოხდა.

 

“ტაძარში სასულიერო პირებამ წირვა ჩაატარეს და არც შეწყდება. ის ფაქტი, რომ მე მათ არ ვესაუბრები, არის სიცრუე. მიუხედავად იმისა, შეუძლოდ ვარ, შეხვედრაზე მაინც მივედი და არცერთი ადამიანი, ვინც დღეს აქციას მართავდა, იქ არ ყოფილა. ნაწილი უბისას მრევლიც არაა. ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. მე მომხრე ვარ, შეიქმნას კომისია და გაირკვეს, რაშია საქმე. არ ვიცი რატომ და ვის მიერაა მართული, მაგრამ ფაქტია, ტაძრის მრევლიც არაა და მოყვანილი ყავდათ. აღნიშნულ სასულიერო პირებზე, რაც ითქვა სიმართლე არაა. კრებსებში ერთზე იყო რაღაც და განრიდებული იყო მონასტრიდან, დანარჩენი არიან მონასტერში. არ შეიძლება სიცრუეზე დაყრდნობა და ამიტომ მოვითხოვ კომისიას”, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

 

ამასთან, მეუფე არ გამორიცხავს, რომ აქცია მართული იყოს.

 

არ მინდა რამე პოლიტიკური ვთქვა, მაგრამ დღევანდელ ცხოვრებაში გამორიცხული აღარაფერია“, – აღნიშნა მეუფემ.

 

უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შესასვლელი მრევლმა აჭედა და საპროტესტო აქციას მართავს. ისინი მოითხოვენ, მონასტერს განარიდონ მეუფე მელქისედეკის მიერ მოვლენილი საეჭვო რეპუტაციის, სოდომის ცოდვაში ეჭვმიტანილი, სასულიერო პირები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები