კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა კლინიკა “ვივამედში” საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, მიხეილ სააკაშვილს წონაში მნიშვნელოვნად აქვს დაკლებული და ძალიან ავად არის.
“ადრე რომ შევდიოდი, ხან იდგა, ხან იჯდა. ახლა მესამე შემთხვევაა, როცა მწოლიარე მხვდება. გაფერმკთალებულია უფრო მეტად, ვიდრე ადრე იყო. ძალიან ავად არის, სულ იკლებს. განახევრებულია ადამიანი.
სამედიცინო სამსახური არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია, ამიტომ ვერ ხდება დიაგნოსტიკა. თუ კანონი იძლევა ამის საშუალებას და პოლიტიკური ნება, ეს ადამიანი გარეთ რომ იყოს, ორი აზრი არ არსებობს, რომ სამკურნალოდ და დიაგნოზის დასასმელად უცხოეთში წავიდოდა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.