spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე ნიკოლოზი – მქონდა პრეზიდენტთანაც საუბარი ადრე ამ შეწყალებაზე, მისი აზრი მაინტერესებდა

მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მოინახულა. 

 

“რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, მაშინაც და ახლაც მომეჩვენა, რომ ძალიან დასუსტებულია. შესაბამისი მკურნალობა უნდა, სხვანაირად არ გამოვა. მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს ისეთი დაავადებები, რომლის მკურნალობა და რომლის გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში არ არის საკმარისი“, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი. 

 

მისი თქმით, მანამდე, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან ჰქონდა საუბარი, რომელმაც თქვა, რომ ის საზოგადოების ნებას გამოხატავს.

 

“მე მქონდა პრეზიდენტთანაც საუბარი ადრე ამ შეწყალებაზე, მისი აზრი მაინტერესებდა. საზოგადოებაში არის განსხვავებული აზრი შეწყალებასთან დაკავშირებით და პრეზიდენტმა მითხრა ასეთი რამ, რომ ის გამოხატავს ხალხის ნებას და არ შეუძლია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობის რაღაცა ნაწილს მოეწონება და რაღაცა ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნება… ჩემი აზრით, ასეთი რანგის ადამიანი განსაკუთრებულად უნდა იყოს განხილული“, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები