spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე ნიკოლოზი – სიცოცხლისთვის იბრძვის მიხეილ სააკაშვილი, აუცილებლად უნდა გააგრძელოს მკურნალობა უცხოეთში

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა “ვივამედში” იმყოფებოდა. 

 

მეუფე ნიკოლოზის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობა უცხოეთში უნდა გაგრძელდეს.

 

“მე ხმამაღლა ვამბობ ჩემ პირად სურვილს, მე ვთვლი, რომ ამ ადამიანმა აუცილებლად უნდა გააგრძელოს მკურნალობა უცხოეთში. 

 

მთელი ამ საიდუმლოების დროს, იწვა და თვალები ჰქონდა დახუჭული, რა უნდა გითხრათ, არ ვიცი. ვერაფერს ვერ გეტყვით. გამხდარი არის ძალიან, უფრო მეტად კიდევ გახდომა თუ შეიძლება ადამიანის, ვეღარ წარმომიდგენია.

 

ქრისტიანისთვის სასიკვდილო ცოდვად ითვლება თვითლიკვიდაციის ნებისმიერი მიდრეკილება, ამაში ადანაშაულებენ მას. სიცოცხლისთვის იბრძვის მიხეილ სააკაშვილი, სიკვდილი არ მიუსჯია არავის მისთვის”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები