spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე ნიკოლოზი – ვინ გაიმარჯვა, ვინ მოიგო ეს ომი, ამის გარკვევა ძალიან ძნელი იქნება, სინამდვილეში, ომს იგებს მხოლოდ ეშმაკი

ვინ გაიმარჯვა, ვინ მოიგო ეს ომი, ამის გარკვევა ძალიან ძნელი იქნება, სინამდვილეში, ომს იგებს მხოლოდ ეშმაკი, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

“მინდა, ყველას ვუთხრა, ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენ პირდაპირ გვეხება ეს ომი. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ამ ომში ვმონაწილეობდით. უკრაინის ხალხის ტრაგედია, რა თქმა უნდა, მასშტაბებით ასჯერ და ათასჯერ უფრო დიდია, თავისი ლტოლვილების რიცხვით, ჩვენ ვლაპარაკობდით 300 000 ლტოლვილზე აფხაზეთიდან და უკრაინაში 11 მილიონს გადააჭარბა ამ რიცხვმა, დიდი ტრაგედიაა. მინდა, გითხრათ, რომ ეს არ არის ერთადერთი ტრაგედია დედამიწაზე. თუ ჩვენ ომზე ვლაპარაკობთ, ომი დედამიწაზე სხვა ადგილებშიც მიმდინარეობს, ომი ტრაგედიაა ზოგადად. 

 

რაც შეეხება ქართველი გმირების დაღუპვას, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გარკვეულწილად უკრაინელებს ვალს ვუბრუნებთ ამით, რადგან პირადად მე მახსოვს აფხაზეთში უკრაინელები როგორ ჩამოვიდნენ, ჩემი თვალით ვნახე და გავიცანი ის მეომრები, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის და დაიღუპნენ კიდეც. ჩვენთვის ერთი ადამიანის სიკვდილიც კი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ომია და სიტყვა ომი ნიშნავს საშინელებას, ნიშნავს ტრაგედიას და უნდა გავემიჯნოთ ყოველგვარ ძალადობას, თუმცა სამშობლოს იცავს ეს ხალხი.

 

ბოროტებაზე ღმერთი გაიმარჯვებს, როდის და რა ფორმით მოხდება ეს არავინ იცის. მე ვფიქრობ, რომ ეს ომი ძალიან მალე დამთავრდება და სამწუხაროდ, როგორც ახლა ვართ გაუგებრობაში, მერეც ვიქნებით. აი, ვინ გაიმარჯვა, ვინ მოიგო ეს ომი, ამის გარკვევა ძალიან რთული იქნება. სინამდვილეში ომს ეშმაკი იგებს, იმიტომ რომ ამ დაღუპულ ადამიანებს რაღა გააცოცხლებს, მაგრამ, რა ვქნათ. ეს არ გვიკვირს ჩვენ, მეომარი ქვეყანა ვართ. ასე რომ, ჩვენ ვილოცოთ. აი, ჩვენი გამარჯვება ზუსტად ერთი კვირის შემდეგ იქნება, როდესაც ჩვენ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ვიდღესასწაულებთ”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები