ვსარგებლობ შემთხვევით, რომ მაქვს ამის უფლება და მინდა, მესამე პრეზიდენტს შობის დღესასწაული მივულოცო, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომელმაც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
“მე მარტო აქ არ მოვდივარ, ახლა მოვდივარ ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებიდან. საერთოდ, ყოველ შობას და ახალ წელს, მე პირადად დავდივარ ხოლმე, ყველასთან ვერ მივალ, მაგრამ გარკვეულ კატეგორიას ვულოცავ ხოლმე ამ დღესასწაულებს. ვსარგებლობ შემთხვევით, რომ მაქვს ამის უფლება და მესამე პრეზიდენტს მინდა, რომ მივულოცო შობის დღესასწაული“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას, მეუფის თქმით, ექიმი არ არის, თუმცა მიხეილ სააკაშვილს ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ ფერმკრთალია და კიდევ უფრო გამხდარი.