spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში შეკრებილებს პატრიარქის წერილი წაუკითხა

ქაშვეთისა და თემქის ტაძრებში მოქალაქეები  დილიდან იკრიბებიან და პატივს მიაგებენ უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს დავით რატიანსა და გია ბერიშვილის.   

ქაშვეთის ტაძარში, სადაც დავით რატიანის ცხედარია დასვენებული, მეუფე შიო მივიდა, რომელმაც დაღუპულის ჭირისუფლებს სამძიმარი გამოუცხადა. მან ქაშვეთის ტაძარში  შეკრებილ ადამიანებს პატრიარქის წერილი წაუკითხა. 

“სხვისთვის სიცოცხლის გაღება უდიდესი მსხვერპლია, აღვავლენთ ლოცვას  დათო რატიანის, გია ბერიაშვილის, ბახვა ჩიქობავას სულებისთვის“, – აღნიშნა მეუფე შიომ. 

სამძიმარზე მისული ადამიანების განცხადებით, დავით რატიანი და გია ბერიშვილი გმირები არიან, თუმცა გულისწყვეტას გამოთქვამენ, რომ მათთვის სათანადო პატივის მიგება არ ხდება. 

დავით რატიანს ქაშვეთიდან, ხოლო გია ბერიშვილის  თემქის ტაძრიდან რამდენიმე საათში გამოსვენებენ,  ორივე მათგანს სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

რაც შეეხება უკრაინაში  ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ კიდევ ერთ მებრძოლს, ბახვა ჩიქობავას, საომარი მოქმედებების გამო მისი გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები