spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე ზენონი – მივმართავ შესაბამის  უწყებებს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს  წამება, ვალდებული ვართ, ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ

მივმართავ შესაბამის  უწყებებს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს  წამება, ვალდებული ვართ, ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული წერს.

“ამ დროისათვის გავრცელებული არაერთი ინფორმაციით, ადგილი აქვს ჩვენი თანამემამულეების წინააღმდეგ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, რასაც ადასტურებს არაერთი მსხვერპლი. საქართველოს კონსტიტუციის 8,9,10 მუხლები, აგრეთვე სახელმწიფოსა და  ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების მუხლი 1.1 ავალდებულებენ  სახელმწიფოს და ეკლესიას იხელმძღვანელონ და დაიცვან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები  და ნორმები ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ქრისტიანული მოძღვრება.

მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფო შეერთებულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კონვენციას და აღიარებს კონვენციით გათვალისწინებულ წამების საწინააღმდეგო  კომიტეტის კომპეტენციას. მივმართავ შესაბამის  უწყებებს დაუყოვნებლივ შეჩერდეს  წამება. ვალდებული ვართ, ხმა ავიმაღლოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ!” – წერს მეუფე ზენონი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები