spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მეუფე ზენონი – თითქმის არავინ დაგვტოვეთ ვისაც არ გადაგვიარეთ, თქვენ მშვიდობა არ მოგაქვთ

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

“რის მიღწევას ცდილობთ ბატონო ბიძინა ან რა დაგიშავეთ? თითქმის არავინ დაგვტოვეთ ვისაც არ გადაგვიარეთ.

რა გინდათ. დაჩაგრულ თაობათა საცხოვრისად გინდათ აქციოთ ეს ქვეყანა?

არა! არა! არა!

ჯვარზე მიმავალმა ჯვარცმულმა თქვა: “მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც წუთისოფელი იძლევა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება.”

აი მშვიდობა რა არის და ვისგან მოდის და როგორ მოდის, ბატონო ბიძინა. სხვისი ბედნიერი ცხოვრებისათვის გაღებული საკუთარი მსხვერპლით.

სხვა დანარჩენი “მშვიდობა”

უქმი ზმანებაა, სინამდვილეს რომ ეთამაშება.

თქვენ მშვიდობა არ მოგაქვთ”, – წერს მეუფე ზენონი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები