განახლებული მონაცემებით, მიანმარში, გუშინდელი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე ათას ადამიანს გადააჭარბა. ასევე ცნობილია 2376 დაშავებულის შესახებ.
სამძებრო სამუშაოები დღეს დილით გაგრძელდა. ვარაუდობენ, რომ ნანგრევებს შორის ჯერ კიდევ ცოცხალი ხალხია.
28 მარტს მიანმარში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ქალაქ მანდალაიდან დაახლოებით 17.2 კილომეტრში დაფიქსირდა, სადაც დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.