spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიგრაციის დეპარტამენტთან თემურ ქათამაძის სოლიდარობის აქცია იმართება

“სოლიდარობა თემურ ქათამაძეს” – ამ ლოზუნგით მოქალაქეები  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან აქციას მართავენ.

ისინი დაკავებული აქტივისტის თემურ ქათამაძის გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ქათამაძე, ისევე როგორც სხვა დაკავებული აქტივისტები, პოლიტიკური ნიშნით არიან დევნილი.

აქტივისტებს თან საყვირები და ბანერები აქვთ მიტანილი. მათივე თქმით, მიგრაციის დეპარტამენტი პროტესტის ადგილად იმ მიზეზის გამო შეირჩა, რომ თემურ ქათამაძემ ისინი მუდმივ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დაადანაშაულა.

ქათამაძის უფლებადამცველის მარიამ გაბროშვილის განცხადებით, თემურ ქათამაძე პროტესტის ნიშნად შიმშილობას ამ დრომდე არ წყვეტს.

“ის კვლავ შიმშილობს, უცვლელია მისი გადაწყვეტილება სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებაზე უარის ნაწილში. ამ ეტაპზე, მისი გაძევების საქმის წარმოება შეჩერებულია, რადგან მან დროებითი მოთავსების ცენტრიდანვე მოითხოვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭება და სანამ

საერთაშორისო დაცვის საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს, ქვეყნიდან მისი გაძევება შეუძლებელია. მას ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი სამ დღეში უთხრეს, რაც გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში”, – განაცხადა მარიამ გაბროშვილმა.

თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე დააკავეს.

18 იანვარს სამტრედიის სასამართლომ  მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელსაც ის თბილისში, უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარებს, ვიდრე მისი ქვეყნიდან გაძევება /არგაძევების საკითხი არ გადაწყდება.

თემურ ქათამაძე 17 იანვრის შემდეგ შიმშილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები