spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიჰალ შჩერბა – ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, ვინც ქუჩაში დგას და თავისი ქვეყნისთვის ევროპულ მომავალს ითხოვს

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახლა არის ერთადერთი ინსტიტუცია ქვეყანაში, რომელსაც სრული ლეგიტიმაცია აქვს, რათა დანიშნოს ეს არჩევნები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიჰალ შჩერბამ განაცხადა.

მისივე თქმით, მათი საქართველოში ვიზიტის მიზეზი ქართველი ხალხის მხარდაჭერაა.

“ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, იმ ხალხისა, ვინც ქუჩაში დგას და თავისი ქვეყნისთვის ევროპულ მომავალს ითხოვს. საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი კონკრეტული წინაპირობით და ერთ-ერთი მათგანი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, მაგრამ ეს ბოლო არჩევნები ასეთი არ იყო. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ გამეორდეს ეს არჩევნები იმ სტანდარტების დაცვით, რომლებსაც ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირში.

გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახლა არის ერთადერთი ინსტიტუცია ქვეყანაში, რომელსაც სრული ლეგიტიმაცია აქვს, რათა დანიშნოს ეს არჩევნები”, – განაცხადა მიჰალ შჩერბამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები