spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიჰკელსონი – ახლა, რაც ყველაზე ეფექტური და აუცილებლად გასაკეთებელია, ეს არის პერსონალური სანქციები “ქართული ოცნების” რეჟიმის ლიდერებისთვის

საქართველო დღეს არ არის დემოკრატიული ქვეყანა, ის არის ერთი პარტიის და ერთი ოლიგარქის, დიქტატორის ქვეშ – ეს კი არ არის თავსებადი ევროკავშირის კრიტერიუმებთან, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მარკო მიჰკელსონმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საქართველოს და ქართველ ხალხს დახმარება სჭირდება.

“სამწუხაროდ, საქართველოში მძიმე სიტუაცია. საქართველო დღეს არ არის დემოკრატიული ქვეყანა, ის არის ერთი პარტიის და ერთი ოლიგარქის, დიქტატორის ქვეშ – ეს კი არ არის თავსებადი ევროკავშირის კრიტერიუმებთან. ივანიშვილის რეჟიმი, რომელმაც არჩევნები არასამართლიან გარემოში ჩაატარა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად მიმართავს ყველა ხერხს – რეპრესიებს, დაშინებას, ძალადობას, დევნის მათ, ვინც ითხოვს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს და ევროპულ მომავალს. ეს მეთოდები ტოტალიტარული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი და ანალოგიური გამოყენებული იყო ბელარუსში, მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი უკვე 60 დღეა, ქუჩაშია, ეს არის სიგნალი, ყველა ქვეყანამ გაიგოს, რომ ახლა საქართველოს და ქართველ ხალხს დახმარება სჭირდება. ახალი არჩევნების დანიშვნა ერთადერთი გამოსავალია კრიზისიდან, რომელიც “ქართული ოცნების” რეჟიმმა შექმნა, ამ პარტიის პირობებში საქართველო ვერ გახდება ევროპული ოჯახის წევრი, რადგან “ოცნება” რუსული გავლენის ქვეშაა და არის დიდი საფრთხე იმისა, რომ ქვეყანა რუსეთის ნაწილად იქცეს”, – განაცხადა მიჰკელსონმა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი ახალ არჩევნებს იმსახურებს, რომ საკუთარი ნება გამოხატონ.

“ბრიუსელში ისმის კითხვა, რა გავაკეთოთ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის? როგორც ვიცით, ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო შეზღუდვის ამოქმედებაზე იმსჯელებენ. მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამ შეზღუდვის დაწესებაა საკმარისი. ახლა, რაც ყველაზე ეფექტური და აუცილებლად გასაკეთებელია, ეს არის პერსონალური სანქციების დაწესება “ქართული ოცნების” რეჟიმის ლიდერებისთვის, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ყველა იმ პირით დამთავრებული, რომლებიც ძალადობენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე”, – განაცხადა მიჰკელსონმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები