spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიჰკელსონი – დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარ უნდა განაცხადონ, რომ არ აღიარებენ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დაგეგმილ პრეზიდენტის არჩევნებს

დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარ უნდა განაცხადონ, რომ არ აღიარებენ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დაგეგმილ პრეზიდენტის არჩევნებს, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი სოციალურ ქსელში წერს.

“დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარ უნდა განაცხადონ, რომ არ აღიარებენ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დაგეგმილ გადაწყვეტილებას შაბათს ახალი პრეზიდენტის არჩევის შესახებ. საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური ინსტიტუტი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.

საკონსტიტუციო კრიზისის მოსაგვარებლად და ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, პირველ რიგში, აუცილებელია ახალი თავისუფალი და სამართლიანი საყოველთაო არჩევნების ჩატარება”, – წერს მიჰკელსონი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები