spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხაელ გალერი – ზოგადად, საარჩევნო პროცედურა ნორმალურად მიმდინარეობს

დავაკვირდით უბნების გახსნის პროცესს, რამაც მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ზოგადად, საარჩევნო პროცედურა ნორმალურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ თვითმმართველობის არჩევნებზე ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ მიხაელ გალერმა განაცხადა.

 

“ჩვენ დავაკვირდით უბნების გახსნის პროცესს ამ დილით, უბნების გახსნამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ისინი დროულად გაიხსნა. ყველა საჭირო მასალა ხელმისაწვდომი იყო, პერსონალი ადგილზე იმყოფებოდა.

 

ამ დროისთვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ბევრი საარჩევნო უბანი მეორე სართულზეა განთავსებული და რთულად ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ასე რომ, მცირე პრობლემა არის, თუმცა ეს არის ტექნიკური საკითხი. ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სკანერი გაფუჭდა, თუმცა ესეც არის ტექნიკურად მოსაგვარებელი საკითხი. ზოგადად, პროცედურა ნორმალურად მიმდინარეობს”, – განაცხადა გალერმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები