spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხაილ პოდოლიაკი – ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება საშიშია, არავის ესმის, რა ხდება იქ

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება საშიშია, რადგან რუსი დამპყრობლების მოქმედებების გამო სადგური ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა და ახლა არავის ესმის, რა ხდება იქ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა

 

“ზოგადად, ჩერნობილში ვითარება ძალიან საშიშია. ოკუპანტების მოქმედების გამო იქ სტაბილური ელექტრომომარაგება შეწყვეტილი აქვთ ობიექტებს, რომლებიც ელექტრომომარაგების გარეშე უბრალოდ არ უნდა დარჩნენ. ეს არის საფრთხე მთელი ევროპისთვის და, რა თქმა უნდა, თავად რუსეთისთვის“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

 

მისი თქმით, “ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ“ დაკარგა კონტაქტი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემებთან, ამიტომ ახლა არავის ესმის, რა ხდება იქ.

 

პოდოლიაკის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიომ გაცილებით მეტი ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე, რათა უკრაინიდან ოკუპანტების განდევნა მოხდეს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები