spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხაილ პოდოლიაკი – თუ არ გინდათ ომს ომი დაარქვათ და გეშინიათ პუტინის, პროვოკაციულ განცხადებებს მაინც ნუ გააკეთებთ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

 

“გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა ღიად განაცხადა, რომ „ნატო არ ჩაერთვება კონფლიქტში და არ შექმნის უკრაინაში არასაფრენ ზონას“. ევროკავშირის პოლიტიკოსის მხრიდან ყოველი ასეთი განცხადება, რუსებს უკრაინაში ხოცვა-ჟლეტის მოწყობისკენ უბიძგებს. 

 

თუ არ გინდათ ომს ომი დაარქვათ და გეშინიათ პუტინის, პროვოკაციულ განცხადებებს მაინც ნუ გააკეთებთ“, – აცხადებს მიხაილ პოდოლიაკი.

 

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ნატო არ ჩაერევა კონფლიქტში და არ დახურავს ცას უკრაინის თავზე „არაპროგნოზირებადი შედეგების“ გამო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები