spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხაილ როთი – არ დანებდეთ! ჩვენ ვართ თქვენთან ერთად

გასაგებია, რომ ჩვენი აქ ჩამოსვლით მმართველი პარტია არ არის გახარებული, მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანაში, რომელიც არის ევროპის ნაწილი და უნდა იყოს დემოკრატიული, –  ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გლობალური ომის პარტია არსებობს და ეს არის რუსეთი.

“ჩვენ მადლიერები ვართ, რომ კიდევ მოგვეცა შანსი დავბრუნებულიყავით საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც გამოირჩევა თავისი სტუმართმოყვარეობით. გასაგებია, რომ ჩვენი აქ ჩამოსვლით მმართველი პარტია არ არის გახარებული, მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანაში, რომელიც არის ევროპის ნაწილი და უნდა იყოს დემოკრატიული. ჩვენ ისინი გვაკრიტიკებენ, რომ თითქოს ვერევით ქვეყნის შიდა საქმეებში. ჩვენ დღეს შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს, ძალიან მამაც ქალბატონს, რომელიც იბრძვის ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის. ძალიან დიდი პატივია, რომ შეგხვდით თქვენ, ამაყი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან ევროპული ღირებულებებისთვის და წართმეული არჩევნების დაბრუნებისთვის. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ამ ქვეყანას სურს გახდეს დიდი გაერთიანების წევრი, სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ, რადგან გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და გითხრათ მადლობა თქვენი თავგანწირვისთვის. არ დანებდეთ! ჩვენ ვართ თქვენთან ერთად. მე ვეთანხმები მმართველ პარტიას, რომელიც აკრიტიკებს გლობალური ომის პარტიას, დიახ, გლობალური ომის პარტია არსებობს და ეს არის რუსეთი. ჩვენ ვიცით დაზუსტებით, რომ თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს, შემდეგი იქნება საქართველო, სომხეთი, ბალტიის ქვეყნები და ჩვენი ბრძოლა არის ერთობლივი ბრძოლა. თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენც გავიმარჯვებთ! თუ თქვენ გადარჩებით, გადარჩება ევროკავშირიც!“, – განაცხადა მიხაილ როთმა.

პარლამენტთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად ევროპელი დეპუტატებიც შეუერთდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები