ჩვენს რეალობასა და ჩვენს რეგიონში საერთაშორისო იზოლაციაში მოყოლა არის ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ყველაზე დიდი საფრთხე. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოებისთვის ნატოზე ძლიერი რამ მსოფლიოში არ არსებობს.
“ჩვენს რეალობასა და ჩვენს რეგიონში საერთაშორისო იზოლაციაში მოყოლა არის ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ყველაზე დიდი საფრთხე. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, მეგობრებთან ახლოს ყოფნით და რა თქმა უნდა, იმ რეფორმების გატარებით, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ერთი მხრივ, ევროკავშირამდე, რაც არის, პირველ რიგში, ეკონომიკურად მნიშვნელოვანი და მეორე მხრივ, უსაფრთხოების ქოლგამდე, როგორიც ნატოა, მასზე ძლიერი დღეს მსოფლიოში არაფერია”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას განცხადებით, ნატო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დააჩქაროს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის ხელშეწყობის მიზნით.