spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მიხეილ დაუშვილი – ღმერთმა უწყის რაზე ლაპარაკობენ, რაზე ვაჭრობენ და ვისი ხმებით ვაჭრობენ

“ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ რამდენიმე პარტია ხომ არ მონაწილეობდა სამუშაო პროცესში და გუშინ აღმოჩნდა, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ თურმე „ოცნებასთან“ ფარულად საუბრობენ. ისე, რომ მოქალაქეებმა ამის შესახებ არაფერი იციან, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

 

“თურმე, ერთმანეთში ფარულად საუბრობენ, რაღაცებზე თანხმდებიან და რაღაცებს ლაპარაკობენ, ამის შესახებ არავინ არაფერი ვიცით. მე მაქვს მთავარი კითხვა, რაზე ლაპარაკობენ და რაზე თანხმდებიან ერთმანეთში ისე, რომ მოქალაქეებმა არაფერი იციან. ეს ის ხალხია, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებდა, სამუშაო ჯგუფში რატომ მონაწილეობით და „ქართულ ოცნებას“ რატომ ეხმარებითო. როგორ აღმოჩნდა ისე, რომ არც მათ და არც სხვა პარტიების ამომრჩევლებმა არაფერი იციან, სხედან „ოცნებასთან“ და რაღაცებზე თანხმდებიან. წარმოიდგინეთ, როდის თანხმდებიან და როდის ლაპარაკობენ ფარულად ერთმანეთში, მაშინ როდესაც „ოცნებას“ შემდეგი არჩევნების გაყალბება უკვე დაწყებული აქვს. ამ დროს ეს ბატონები და ქალბატონები სხედან „ოცნებასთან“ ერთად და სხვადასხვა საკითხზე თანხმდებიან. რაზე თანხმდებიან და ვისი ხმებით და რით ვაჭრობენ, ეს არის ყველაზე საინტერესო ჩემთვის, რიდესაც არჩევნებზე ვსაუბრობთ.

 

ვისთვის მახეა და ვისთვის ხაფანგია ერთმანეთში თვითონ არკვიონ, ვინ ვის რა ხაფანგი დაუგო და ვინ სად გაება და გაეხვა, ვინ რამდენი წუთით ილაპარაკა, ეს კიდევ საკითხავია. სად ვარკვიო სამი წუთით ილაპარაკეს, სამი საათით თუ სამი დღე თუ 30-ჯერ შეხვდა, ვინმემ ამაზე გამოძიება ჩაატარა თუ გამოკვლევა? როდესაც ეს ადამიანები თვეებია, ჩვენ გვაკრიტიკებენ, რომ სამუშაო ჯგუფში რატომ მონაწილეობითო, თვითონ ეს ადამიანები მოქალაქეებისგან ფარულად „ქართულ ოცნებას“ ხვდებიან. ღმერთმა უწყის რაზე ლაპარაკობენ, რაზე ვაჭრობენ და ვისი ხმებით ვაჭრობენ. უნდა გამობრძანდნენ და მოქალაქეებს აუხსნან, „ოცნებას“ რაზე ევაჭრებიან და რაზე ელაპარაკებიან“, – განაცხადა დაუშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები