spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მიხეილ დაუშვილი – ჯერ ჩამოყალიბდნენ, რა სტრატეგია და რა ხაზი აქვთ

ორი მთავარი საკითხია, რის გამოც ეს მხარდაჭერა ვერ მოხდება, პირველი ის,  რომ ჯერ ჩამოყალიბდნენ, რა სტრატეგია და რა ხაზი აქვთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატი მიხეილ დაუშვილი მიხეილ სააკაშვილის მეორე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივასთან დაკაშირებით აცხადებს. 

 

როგორც დაუშვილი აღნიშნავს, კორუფციის წინააღდეგ ბრძოლა არის საჭირო, მაგრამ არა შემოთავაზებული ფორმით. 

 

“კორუფცია და ნეპორტიზმი, რომელიც კორუფციის ერთერთი მნიშვნელოვანი საფუძველია, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, რომ ეს პრობლემა და რისკები ჩვენს ქვეყანაში არსებობს. დიახ, ამ კუთხით მუშაობა საჭიროა არის, მაგრამ ორი მთავარი საკითხია, რის გამოც ეს მხარდაჭერა ვერ მოხდება.  პირველი არის ის,  რომ ჯერ ჩამოყალიბდნენ, როგორ  მოქმედებდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით, მერე ინიციატივა ქონდათ, მოდი, ეს ორგანო ჩავანაცვლოთ საგამოძიებო კომისიით,  შევქმნათ საგამოძიებო კომისია,  რომელიც უშუალოდ ბატონ სააკაშვილთან იქნებოდა დაკავშირებული. 

 

ახლა უცებ შეცვალეს, იმ კომისიაზე აღარ საუბრობენ და სხვა კომისიაზე საუბარი დაიწყეს. ამასთან, მნიშვნელოვანია დავინახოთ,  ეს ხალხი რასაც აკეთებს, აკეთებს არა მხოლოდ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გამო, არამედ სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე. პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდნენ, რა სტრატეგია და რა ხაზი აქვთ”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რუსთავის ციხიდან მეორე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეაა გააჟღერა და მხარდაჭერისათვის გახარიას გუნდს მიმართა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები