საჭიროა კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, რომ ეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ზრდას არ უკავშირდებოდეს, – განაცხადა პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეში საქართველოს სახელის მოხსენიების შესახებ საუბრისას განაცხადა.
დაუშვილის თქმით, ხელისუფლებამ რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირება უნდა მოახდინოს.
“ხელისუფლებამ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას. მეორე – უმკაცრესი რეაგირება უნდა მოხდეს, თუკი საქართველო ამასთან რაიმე ფორმით, თუნდაც მცირედით იყო დაკავშირებული. მესამე: უკრაინასთან და ჩვენს პარტნიორებთან ამას სჭირდება კოორდინაცია და კომუნიკაცია, რომ გამოირიცხოს ამ საკითხში საქართველოს რაიმე ფორმით ჩართულობა და მონაწილეობა. კომუნიკაცია საჭიროა განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან იმ ნაწილში, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ზრდას არ უკავშირდებოდეს ეს საქმე. რუსეთმა ეს შეიძლება გამოიყენოს, რომ რაღაც ტიპის პროვოკაცია მოაწყოს საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა დაუშვილმა.
რუსეთის ინფორმაციით, ავტომანქანამ, რომელიც ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქებაში მონაწილეობდა, რამდენჯერმე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. ასაფეთქებელი ნივთიერება პოლიეთილენში იყო მოთავსებული, ისე რომ საბაჟოზე ვერ აღმოაჩნეს. ამასთან, რუსეთის საგამოძიებო ორგანოების მტკიცებით, საქმეში საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ.